მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოცხადდა განაცხადების მიღება მოკლევადიან კვლევით სტიპენდიაზე გერმანიაში და სტიპენდიაზე კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობისათვის.
მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1–3-Month Research Scholarships in Germany), სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან აფილირებულ მკვლევრებსა და ისტორიკოსებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი კვლევითი მიზნებისათვის ესტუმრონ გერმანიის არქივებს, ბიბლიოთეკებსა თუ კვლევით ინსტიტუტებს. სტიპენდია კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობისათვის (Mobility Funding to Participate in Conferences, Workshops and Colloquia), კი ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან აფილირებულ მკვლევრებსა და ისტორიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ მათი კვლევითი პოტენციალი და მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ვორქშოპებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებსაიტზე: https://mwsgeorgia.hypotheses.org/fellowships
ორივე სტიპენდიის აღწერა და სტიპენდიის რეგულაციები იხილეთ თანდართულ ფაილებში: